ხვალ იაპონიაში საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მატჩს გამართავს. საქართველოს მეტოქე წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი ავსტრალია იქნება.
„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.
აღსანიშნავია, რომ ხვალ ნაკრები ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგიის თავკაცობით ბოლო მატჩს გამართავს.
"ბორჯღალოსნებისა" და "ვოლაბების" დაპირისპირება 11 სექტემბერს თბილისის დროით 14:15 წუთზე დაიწყება.